Foto

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სესხით, 1.7 მილიარი ფუნტი სტერლინგი გამოუყო

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 1.7 მილიარი ფუნტი სტერლინგი გამოუყო.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინისათვის სესხის სახით გაწეული ფინანსური დახმარება სამხედრო ხომალდების: 2 ნაღმსაწინააღმდეგო და 8 სარაკეტო ხომალდის შესაძენად გაიცა.

უკრაინის რადამ ჩარჩო ხელშეკრულების რატიფიცირება დღეს მოახდინა. ეს აღნიშნული საზღვაო ძალების შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ისინი სამხედრო ინვენტარით, აზოვის ზღვაში, შავ ზღვასა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, თავიანთი უსაფრთხოების შენარჩუნების საშუალებას მიეცემათ.