„მგონი, ამაზე დიდი მაგალითი მივეცი, როდესაც შევხვდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც რამდენიმე წლის განმავლობაში მე შემამკეს სხვადასხვა ეპითეტით“, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, ეროვნული თანხმობისთვის სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებას იმის ცდუნება არ უნდა ჰქონდეს, რომ არსებული მდგომარეობა ვიღაცების შერიგება-გარიგებით დასრულდება.
„მგონი, ამაზე დიდი მაგალითი მივეცი, როდესაც შევხვდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც რამდენიმე წლის განმავლობაში მე შემამკეს სხვადასხვა ეპითეტით. არ მინდა, რომ ეს დაკავშირებული იყო ჩემს ქმედებებთან და არაქმედებასთან. მე მაქვს ინიციატივა, რომელსაც ყველანაირად, სადაც შევძლებ, მინდა, რომ გავაძლიერო ეს საზოგადოებრივი პლატფორმა. არ მივცე საზოგადოებას მოსაზრება, თუ ცდუნება, რომ ეს გადაწყდება ჯადოსნურად, ვიღაცების შერიგება - გარიგებით. ვინც არ უნდა იყოს ეს, გინდაც ყველაზე მაღალ ვერტიკალზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press