Foto

სალომე ზურაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილისთვის მინდოდა ეს პროცესი ამეხსნა, თუმცა მიპასუხა, „მე პოლიტიკაში აღარ ვარო“

„არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა. მინდოდა მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე და მიპასუხა, „მე პოლიტიკაში აღარ ვარო“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს, განაცხადა.

მისი თქმით, მის მიერ ინიცირებულ საზოგადოებრივ პროცესში, იგი ხალხზეა დამოკიდებული - საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი რამდენად წინ წავა.

„არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან არანაირი ურთიერთობა ბოლო 1.5 წელია. მქონდა სურვილი, რომ მისთვისაც ამეხსნა ეს პროცესი, შევთავაზე და მიპასუხა, „მე პოლიტიკაში აღარ ვარო“. არც მითქვამს წინასწარ საუბარი რომ ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა…
ჩემი გამოცდილება არის ის, რომ არ მქონია არანაირი ურთიერთობა. იმ დღიდან, როცა ვიყავი არჩეული, რაც მითხრა, რომ მისგან არანაირი მოთხოვნა, მითითება, ინსტრუქცია არ იქნებოდა, ეს შესრულებული იქნა…
მე მიმაჩნია, რომ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული ვარ, მაგრამ დამოკიდებული ვარ საზოგადოებაზე. საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი წინ წავა თუ რამდენად წინ წავა. თუნდაც, ის რომ რაღაც დაპირისპირების, დუღილის კოეფიციენტი ცოტა ჩაცხრება და მგონი, ცოტათი მაინც ჩაცხრა, ამისი იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები, პირველ რიგში, ამას მოიტანს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.