„თქვეს, რომ საზოგადოებას გენდერული ნიშნით ყოფსო. არავის არავისგან არ ვყოფ, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ, განსხვავებული ხედვა. მათთან შეხვედრების დროს ესეც ვიგრძენი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს, განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, თანხმობის ინიცირებულ პროცესში, ქალებს გარკვეული როლი ექნებათ.
„თანხმობის ინიცირებულ პროცესში ქალებს გარკვეული როლი ექნებათ. ვიღაცამ უკვე თქვა, რომ საზოგადოებას გენდერული ნიშნით ყოფსო. არავის არ ვყოფ არავისგან, მაგრამ ფაქტია, რომ ქალებს შესაძლებელია ჰქონდეთ, და მათთან შეხვედრების დროს ესეც ვიგრძენი, ცოტა სხვა ხედვა. ჯერ ერთი ჩვენს ტრადიციაში, მანდილიდან დაწყებული, კრავაი ჯაყელით გაგრძელებული და ასე შემდეგ. რეალურად, ქალების ეს როლი არ იქნა გამოყენებული ამ ძალიან დაძაბული პოლიტიკური კრიზისის პერიოდში, დეპოლარიზაციისთვის არ იქნა გამოყენებული. ეს არის მიმართულება, რომელიც მსოფლიოშიცაა“, - “, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press