„უკრაინა ეცდება რუსეთთან კონფლიქტის წამოწყებას, ბელარუსი გვერდზე არ გადგება“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.
მისი თქმით, როცა ომი იქნება და ბელარუსი მონაწილეობას მიიღებს.
"იქნება თუ არა ომი? დიახ, იქნება, ოღონდ მხოლოდ ორ შემთხვევაში. თუ ბელარუსის წინააღმდეგ პირდაპირ აგრესიას ჩაიდენენ, თუ ბელარუსის წინააღმდეგ ცხელ ომს გააჩაღებენ. ჩვენ ყველა, როგორც ერთი, ისინიც, ვისაც არ სურთ, დადგებიან ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოს დასაცავად. მეორე შემთხვევა, როცა ომი იქნება და ბელარუსი მონაწილეობას მიიღებს, არის თუ ჩვენს მოკავშირეს, რუსეთის ფედერაციას პირდაპირ დაესხმებიან თავს და თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ასეთსავე აგრესიას ჩაიდენენ, [ბელარუსი რუსეთს დაეხმარება] ჩვენი მოკავშირეობის შეთანხმების შესაბამისად. მინდა ვუპასუხო კოლექტიურ დასავლეთს, მათთვის ეს შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. იქნებიან თუ არა სამხედროები ბელარუსის ტერიტორიაზე? თუ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია იქნება ჩადენილი, აქ ასიათასობით რუსი სამხედრო იქნება, რომლებიც ასიათასობით ბელარუს სამხედროსთან ერთად ამ წმინდა მიწას დაიცავენ. კარგად ესმით, თუ უკრაინა ეცდება რუსეთთან კონფლიქტის წამოწყებას, ბელარუსი გვერდზე არ გადგება, ამიტომ საჭიროა ბეალრუსის ჯარის შეკავება, წნეხის ქვეშ ყოფნა", - აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press