Foto

ლიზ ტრასი - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩვენ მიზანში ამოვიღებთ რუსულ ინსტიტუტებს, კომპანიებსა და კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს

„მიზანში ამოვიღებთ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს, ელექტროენერგიის კომპანიებსა და კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს“, - ასე განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საშიშროების შესახებ.

მისი სიტყვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა, ისეთი მნიშვნელოვანი სანქციების დაწესებას ნიშნავს, რითიც რუსეთს „მკაცრი საფასურის გადახდა“ მოუწევს.

„რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას მკაცრი საფასური მოჰყვება. ჩვენ მიზანში ამოვიღებთ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს, ელექტროენერგიის კომპანიებსა და კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს“, - განაცხადა ლიზ ტრუსმა. ამბავს The Guardian იუწყება.