მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 10 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. ამბის შესახებ ჩატარებული კვლევა 184 ქვეყანას მოიცავს.
მსოფლიოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, საშუალოდ, 31 მილიონი ადამიანი იცრება. აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg იუწყება.
გამოცემის ცნობით, გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობით, პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც რაოდენობამ 2.98 მილიარდს გადააჭარბა.
ინდოეთში, გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა 1.69 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში, 825 მილიონზე მეტი, აშშ-ში კი, 538 მილიონი.
გამოყენებული ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში, მოსახლეობის 71.7 % აიცრა, აშშ-ში 63.1%, ჩინეთში კი, 86.6%-ზე მეტი ადამიანი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press