ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად 8 ადამიანია დაშავებული. დაშავებულები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გამთენისას გადმოიყვანეს.
როგორც პაციენტის ოჯახის წევრი აცხადებს ერთ-ერთ პაციენტს სხეულის 60%-იანი დამწვარობა აქვს.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის განმარტებით, დაშავებულების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და სამი მათგანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.
"დღეს გამთენისას გადმოყვანილია 8 პაციენტი, 3 მათგანის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, ისინი მოთავსებული არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. აქედან ერთი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 5 მათგანი არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში და მათი მდგომარება მეტნაკლებად სტაბილურია, გარდა დამწვრობისა აღენიშნებათ ტრამვული დაზიანებები, რაც სავარაუდოდ აფეთქებამ გამოიწვია." - აცხადებს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდ...
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა...
ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვ...
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლ...
Mana press