ბათუმის მერიაში ხმაური და დაპირისპირებაა. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს სამართალდამცველებმა სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
როგორც დეპუტატები ახადებენ, ისინი სხდომათა დარბაზში ისხდნენ და ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ელოდებოდნენ, რა დროსაც მათთან პოლიცია მივიდა და არგუმენტის გარეშე, დარბაზიდან გაიყვანა.
„ამოვიდა პოლიცია, არანაირი არგუმენტის გარეშე, მოკიდა საკრებულოს წევრებს ხელი და დაიწყო მათი გათრევა“, - განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ოპოზიციონერი დეპუტატები მერთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა პოლიცია მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევს.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press