ევროკავშირი გაზით მომარაგებაზე აშშ-სთან, ყატართან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზით მომარაგების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგზე წერს.
როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირის ინტერესია, რომ გონიერებამ გაიმარჯვოს და გაჩაღებული კონფლიქტი, რომელიც ევროპაში უნდობლობას ზრდის, მოლაპარაკებების გზით დასრულდეს.
„რუსეთი აწარმოებს ნერვების ომს. ამ დაპირისპირებაში ჩვენ ყველა შესაძლო გზას ვიყენებთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დიპლომატიამ იმუშაოს. ჩვენ მზად ვართ იმ შემთხვევისთვისაც, თუ დიპლომატია ჩავარდება და ყველა ვარიანტს განვიხილავთ.
ევროკავშირი უარს არ იტყვის უკრაინის სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევის უფლების მხარდაჭერაზე. უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეზობელია: მისი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა", - წერს ჟოზეფ ბორელი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press