კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდან და ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, აცხადებს კულტურის მინისტრმა თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულად გაათავისუფლა.
"რეორგანიზაციას მოყვა არაერთი კადრის გათავისუფლება, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი პრინციპულ პოზიციებს აფიქსირებდნენ ახალ პოლიტიკასთან დავაკშირებით კულტურის სფეროში. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე შემთხვევაში შესაძლოა ყოფილიყო პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, მინიტრმა პროფესიონალი კადრები ჩამოაშორა უწყებებს, " - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი თათია ჭუბაბრია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სასამართლოში გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს საია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ISFED დაიცავენ.
"კულტურის მინისტრი რეპრესიული მექანიზმებით არ კმაყოფილდება და უფრო მეტ მუქარაზე გადავიდა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას უკავშირდებოდა. ეს ყველაფერი არ არის ახალი და ვხედავთ სცენარს, რომელსაც იუსტიციის სამინისტროში ვხედავდით. სახელმწიფო ბოროტად იყენებს რეპრესიულ მექანიზმებს. მზად ვართ პროცესებს ბოლომდე მივადევოთ თავლი." - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბელგიასა და მ...
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რუსთაველის ერო...
დღეს, 10 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კო...
1-ელ ოქტომბერს, Starring Georgia-ს ფარგლებში, ს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილ...
Mana press