მომდევნო კვირაში, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და პოლინეთი ახალ პოლიტიკური უსაფრთხოების ალიანის შექმნას გამოაცხადებენ. აღნიშნული ქვეყნები ალიანსთან დაკავშირებული დეტალების საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესში არიან.
თავდაპირველად, შეთანხმების შესახებ ინფორმაცია 31 იანვარს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის უკრაინაში ვიზიტის დროს უნდა გავრცელებულიყო, თუმცა ცვალებადი და არასტაბილური მდგომარეობის გამო, შესაძლოა, დრო და ფორმატი შეიცვალოს.
BBC-ის უკრაინული სააგენტოს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრეიერი, მატეუშ მორავეცკი, მომავალ კვირას, კიევში ვიზიტს აპირებენ. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ვარშავაში, უკვე ოფიციალურად გამოცხადდა.
რეგიონული ალიანსის მთავარი დანიშნულება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზი და ევროპული მომავლის უსაფრთხოებისთვის ერთობლივი მუშაობა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press