Foto

ნიკა მელია - რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა!

„რუსთავში დღეს „ქართული ოცნება“ დამარცხდა! რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია“, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეამციროს ხალხმა ოცნების შანსები, რათა მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით ვეღარ აკონტროლოს ქალაქები და სოფლები!

„მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას

რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა!

რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.

ასე ნაბიჯ ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები!

ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!“, - წერს ნიკა მელია.