„მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას“, - ამის შესახებ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურა ანტიპუტინისტურ ფლანგზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში დაადეპორტა.
„რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციონერი, პრაქტიკულად, ნავალნის
შემდეგ ყველაზე მსხვილი ფიგურა ანტიპუტინისტურ ფლანგზე, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთში დაადეპორტა, ისე, რომ თბილისის აეროპორტიდან არც გამოუშვა.
საგულისხმოა, რომ გუდკოვი კიევიდან ჩამოვიდა ქართველ კოლეგებთან უკრაინის ამბებზე სამსჯელოდ.
მოკლედ, რეზოლუციაში რუსეთს არ წერენ კი არა, მგონი იმის მადლობელიც უნდა ვიყოთ, რომ უკრაინას არ აბრალებენ საომარი მოქმედებების პროვოცირებას“, - წერს ნიკა გვარამია.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press