„ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავში საკრებულოს თავჯდომარის არჩევას.
მისი განცხადებით, რუსთავშიც და სხვა საკრებულოებშიც მთავარია, ოპოზიციის საქმიანობა მიმართული იყოს მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის.
„მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, „ქართულ ოცნებას“ ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო.
ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება.
ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press