„მართლა რაღაც საომარი და საბრძოლველი რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება და ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ ძალიან, რომ მოგვინდეს და შევშინდეთ“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დღესდღეობით არსებული მდგომარეობიდან შეეცადა და დაწერა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია.
„გამოვედით დღეს არსებული მდგომარეობიდან და შევეცადეთ, ყოფილიყო - ზოგი ფრთხილს არქმევს, ზოგი ხისტს, ზოგს საერთოდ არ უხარია რეზოლუციის მიღება, ზოგს უხარია და უნდა 10-ჯერ ხისტი... მართლა რაღაც საომარი და საბრძოლველი რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება და ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ ძალიან, რომ მოგვინდეს და შევშინდეთ, და ასეთი არ დაგვემართება, ვერც სარფიდან და ვერც წითელი ხიდიდან. არავინ მებრძოლი არ არის, ამ თემებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press