უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, კვირას, კიევში, სამართალდამცველებმა დაჯგუფება დააკავეს, რომელიც დედაქალაქში მასობრივი არეულობის მოწყობას აპირებდა.
მინისტრის სიტყვით, მათი გეგმა ქალაქის ცენტრში ათასობით მოქალაქის შეკრება, ხალხის პროვოცირება და ქუჩაში ფიზიკური დაპირისპირების წამოწყება იყო. დაჯგუფების მონაწილეებს, პანიკის დასათესად, ყალბი სისხლიც აღმოაჩნდათ. შეთქმულებას მასიური სახე ჰქონდა, მასში მონაწილეობა 1500-მდე ბანდიტს უნდა მიეღო.
The Guardian-ის ცნობით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები „ჰიბრიდულ“ საფრთხეებთან დაკავშირებით უფრო მეტს ღელავენ, ვიდრე რუსეთის უკრაინაში სახმელეთო შემოჭრაზე.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დროს, უკრაინის სხვადასხვა ნაწილში, ბომბების აფეთქებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებს სატელეფონო შეტყობინებები ეგზავნება. იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, ბომბის აფეთქებასთან დაკავშირებული საშიშროების შესახებ, 3000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press