„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, თითქოს პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას.
ადმინისტრაცია ,,ტვ პირველს“ მოუწოდებს, არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, დაუყოვნებლივ უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს, პრეზიდენტის ინსტიტუტისა და შეწყალების მექანიზმის დისკრედიტაციის მცდელობა.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, თითქოს პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული.
გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც შეწყალებაა, შესაძლოა იყოს, ან უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური მიდგომის მანიშნებელი, ან პრეზიდენტის ინსტიტუტისა და შეწყალების მექანიზმის დისკრედიტაციის მცდელობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს, ,,ტვ პირველს“ დაუყოვნებლივ, არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საზოგადოებას გააცნოს აღნიშნული განცხადება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press