თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წრიდან სია მოამზადა, რომელთა წინააღმდეგაც შესაძლოა დაწესდეს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში.
პრესმდივნის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, შეიმუშავა სანქციების პაკეტები რუსული ელიტებისა და მათი ოჯახებისთვის.
"ადამიანები, რომლებიც ჩვენ დავადგინეთ, არიან კრემლის ახლო წრიდან ან მისი გარემოცვიდან და ასრულებენ საკუთარ როლს მთავრობის გადაწყვეტილების მიღებაში ან მონაწილეობენ კრემლის დესტრუქციულ ქმედებაში.
ამ ადამიანებიდან ბევრი მათგანი განსაკუთრებით მოწყვლადია დასავლეთთან მათი ღრმა ფინანსური კავშირების გამო. შესაბამისად, დასავლურ ფინანსურ სისტემებთან დაკავშირებული სანქციები მათ დააზარალებს. ,დავამატებ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რათა რუსეთზე დარტყმა ყველა მხრიდან მოხდეს“, - განაცხადა ფსაკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press