Foto

სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი ბელარუსში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ამერიკელი მოქალაქეები, არ გაემგზავრონ ბელარუსში, რადგან ბელარუს-უკრაინის საზღვართან „რუსეთის შემაშფოთებელი და უჩვეულო სამხედრო მობილიზების გამო“ საშიში ვითარებაა.

„უკრაინის საზღვართან უჩვეულო და შემაშფოთებელი რუსული სამხედრო მობილიზების გაზრდის გამო, აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ბელარუსში იმყოფებიან ან აპირებენ იქ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია.გაზრდილია დაძაბულობა რეგიონში“, - აღნიშნულია განცხადებაში.