ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტი ბელარუსში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა ამერიკელი მოქალაქეები, არ გაემგზავრონ ბელარუსში, რადგან ბელარუს-უკრაინის საზღვართან „რუსეთის შემაშფოთებელი და უჩვეულო სამხედრო მობილიზების გამო“ საშიში ვითარებაა.
„უკრაინის საზღვართან უჩვეულო და შემაშფოთებელი რუსული სამხედრო მობილიზების გაზრდის გამო, აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ბელარუსში იმყოფებიან ან აპირებენ იქ გამგზავრებას, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია.გაზრდილია დაძაბულობა რეგიონში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press