Foto

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრას დაუყოვნებლივი და მძიმე შედეგები მოჰყვება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამბავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება.

უწყების ცნობით, პოლიტიკოსების საუბარი რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბოლობას ეხებოდა.

ენტონი ბლინკენმა რუსეთს დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ და უკრაინის საზღვრებიდან ჯარებისა და ტექნიკის გაყვანისკენ მოუწოდა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრას დაუყოვნებლივი და მძიმე შედეგები მოჰყვება.