დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს მზად აქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. - ამის შესახებ მან უკრაინაში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინელ ხალხს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, რომელ ალიანსში გაერთიანდნენ, გადამწყვეტია, რომ რუსეთმა აირჩიოს დიპლომატია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც კი რუსეთი შემოიჭრება უკრაინაში, სანქციები მაშინვე შევა ძალაში. სანქციები მზად არის. იმედი მაქვს, პუტინი უკან დაიხევს და აირჩევს დიპლომატიის გზას“, - განაცხადა ჯონსონმა.
მისვე გენაცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
„რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის გაგრძელება იქნება კატასტროფა როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარული კუთხით“, - განაცხადა ჯონსონმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press