რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-ს პასუხიდან უკვე ცხადია, რომ ამერიკულმა მხარემ უგულებელყო რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთება.
„უკვე ნათელია, მე ვაცნობე პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“ , – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა თქვა, რომ რუსეთს არ უნახავს სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა როგორიცაა: ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატოს ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება.
პუტინმა გაიხსენა, რომ სსრკ -ს დაშლის შემდეგ , ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაჰპირდა, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა , მაგრამ ახლა ნატოში შედის ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი .
"ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს. როგორც ხალხი ამბობს, მოატყუეს, უბრალოდ მოატყუეს", - დასძინა პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press