ესპანური გამოცემა EL PAIS აშშ-სა და NATO-ს მიერ რუსეთის მხრიდან გაგზავნილ უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე პასუხს ავრცელებს.
კონფიდენციალური დოკუმენტის მიხედვით, აშშ და NATO რუსეთის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებასა და ღია კარის პოლიტიკის გაუქმებაზე უარს ამბობს. მიუხედავად ამისა, შტატები და ალიანსი მზადაა, შეიარაღების შეზღუდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყონ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებიდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს.
შესაბამისად, NATO თავისი ფუნდამენტური პრინციპების ერთგული კვლავ რჩება და აღნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი. გამოცემის ცნობით, ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებმა თავი შეიკავონ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press