თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 1 თებერვლის განჩინებით ქართველ „Facebook-მომხმარებელს“ გასაჯაროებული („Public“) პოსტის „Only Me-ზე“ გადაყვანა დაავალა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის სახით მიიღო.
სასამართლომ ასევე დაუკმაყოფილა მოსარჩელეს მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ მოპასუხეს დაავალა „YouTube-ზე“ განთავსებული პოსტის / ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვა. ამბავს JG Counselors-ს ავრცელებს.
სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომლითაც მომხმარებელს (მოპასუხეს) დავის დასრულებამდე აეკრძალა თავისი „Facebook Account-ის“ (ანგარიშის) წაშლა.
უშუალოდ დავა შეეხება სოციალურ მედიაში („Facebook-სა“ და „YouTube-ზე“) განთავსებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფას. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში გაიმართება. საქმეს ადვოკატი, სერგი ჯორბენაძე აწარმოებს.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press