Foto

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ პირადი სარგებლის გამო, უკრაინის რუსეთთან ომში ჩართვას ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის წამოწყებას ცდილობს.

მისი სიტყვით, ამერიკის მიზანს რეგიონში დაპირისპირების მიზეზით, რუსეთზე უფრო მეტი სანქციის დაწესება წარმოადგენდა.

ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით რუსეთის შეშფოთებას, შეერთებული შტატები აიგნორებს და უგულვებელყოფს. ამბის შესახებ BBC News იუწყება.