Foto

ნიდერლანდების პრემიერი - უკრაინას დანებების არჩევანი არ გვაქვს

ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი, მარკ რუტე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩაფრინდა.

იგი კიევში, უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა. მათ მედიასთან თანხლებით, პრესკონფერენცია გამართეს.

პოლიტიკოსების საუბრის მთავარი საკითხი უკრაინა-რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენარჩუნებას უკავშირდებოდა.

„ის რაც ახლა ხდება მარტივი პროცესი არ არის, თუმცა დანებების არჩევანი არცერთ ჩვენგანს არ აქვს“, - განაცხადა მარკ რუტემ. ამბავს Reuters იუწყება.