„როდესაც აგრესორს არ ახსენებ, ესეიგი მხარს არ უჭერ მას ვინც არის აგრესიის მსხვერპლი, ეს რეზოლუცია არ არის უკრაინის მხარდამჭერი, ეს რეზოლუცია არის რაღაც მცირედი ხარკი, რომ სათქმელი ქონდეთ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს ინტერესია უკრაინის მხარდაჭერა, რადგან უკრაინელი ხალხი საქართველოს გასაჭირის დროს გვერდში გვედგა, შესაბამისად, ისინი ახლა, ამას იმსახურებენ.
„ივანიშვილის რეჟიმის საქციელი არის დიდი სირცხვილი ჩვენი ქვეყნის, როგორც მორალურად ისე პრაგმატულად ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის, როდესაც აგრესორს არ ახსენებ, ესეიგი მხარს არ უჭერ მას ვინც არის აგრესიის მსხვერპლი, ეს რეზოლუცია არ არის უკრაინის მხარდამჭერი, ეს რეზოლუცია არის რაღაც მცირედი ხარკი, რომ სათქმელი ქონდეთ, როდესაც რეზოლუციაში აგრესორს არ აცხადებ შემდეგ რა აბსურდული არგუმენტიც არ უნდა მოიყვანო მაინც ამ სამარცხვინო მდგომარეობაში დარჩები, რაშიც ჩაგვაყენა ივანიშვილის რეჟიმმა, ჩვენი "ევროპული საქართველოს" ამოცანა მაშინ, როდესაც აქცია გავმართეთ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, რომელსაც ძალიან კარგი გაშუქება ქონდა უკრაინაშიც და საერთაშორისო ასპარეზზე, იყო სწორედ იმის დემონსტრირება, რომ ეს მთავრობა არის დიდი გაუგებრობა და ის არ წარმოადგენს ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციას, ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, ეს ხალხი გვერდში გვედგა ჩვენი გასაჭირის დროს და პრაგმატულად ჩვენი ინტერესია უკრაინის მხარდაჭერა, ამიტომ არ გამიკვირდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი მძიმე განცხადება. ივანიშვილის რეჟიმი თავიდანვე იყო ამ კურსის მატარებელი, მათი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება, ამგვარი დამოკიდებულება არის სიგნალი თავისუფალი სამყაროსთვის, რომ ჩვენ არვართ თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი, ხალხს ატყუებენ, რომ პუტინის აგრესია უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ გამოწვეულია იმითი რეზოლუციაში რა ჩაიწერებოდა? ეს ხომ აბსურდია, რეზოლუციაში რუსეთის არ ჩაწერა კიდევ უფრო გვაზიანებს და იზოლირებულს გვხდის თავისუფალი სამყაროსგან, რომც ჩაეწერათ რუსეთი რეზოლუციაში ეს მაინც იქნებოდა დეკორაცია, რადგან თუ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, პრემიერ-მინისტრი არ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას, არ გადის კონტაქტზე უკრაინის მთავრობასთან და არ ჩადის კიევში, საპარლამენტო კომპონენტი ვერ ჩაანაცვლებს მთავრობის უმოქმედობას, ამიტომ ერთის მხრივ კარგია ის, რომ მოხდა ივანიშვილის რეჟიმის ბოლომდე გაშიშვლება და მათი პოლიტიკური კურსის საზოგადოების მხრიდან ნათლად აღქმა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press