დოლი პარტონი, ემინემი, ლიონელ რიჩი, პეტ ბენატარი - ეს იმ მუსიკოსთა სახელებია, რომლებიც ამ წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის პირველადი ნომინანტები გახდნენ.
ცერემონიაში მონაწილეობას 17 გამორჩეული არტისტი მიიღებს, რომელთა შორის ასევე იქნებიან: დიონ ვორვიქი, ქარლი საიმონი, ჯუდას პრისტი და სხვები.
საინტერესოა ისიც, ცერემონიაში მონაწილეობის უფლების მინიჭებიდან, ემინემი ნომინანტთა შორის პირველივე წელსვე დასახელდა. ამბავს NBC News იუწყება.
„ამ წლის ხმის ნომინანტები მრავალფერვანი და საოცარი არტისტები არიან. თითოეულ მათგანმა მუსიკაზე, როგორც კულტურაზემ დიდი ზეგავლენა მოახდინა“, - განაცხადა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის უფროსმა, ჯონ საიკსმა.
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მუსიკალური შემსრულებლების ისტორიისათვის შესანახი სივრცეა, რომელიც კლივლენდში, აშშ-ის შტატ ოჰაიოში მდებარეობს. მუზეუმი 1983 წლიდან ამერიკული კულტურის ნაწილია.
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვ...
კვირის უქმეების მონაცემებით, ბიონსე შეერთებული ...
პოლ მაკარტნის აზრით, არსებობს მიზეზი, რის გამოც...
გერმანელი პროკურორები ტილ ლინდემანზე გამოძიებას...
ედ შირანმა ახალი ალბომის შემდეგი სინგლი დააანონ...
Mana press