„ჩვენ დიალოგისა და დიპლომატიის გზა ბევრად გვირჩევნია, მაგრამ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას“, - ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
ამ კვირაში, აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების მეექვსე გზავნილით, 84 ტონა საბრძოლო მასალა გაუგზავნა.
უწყების ცნობით, ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 500 ტონა თავდაცვითი აღჭურვილობა გადასცა.
„ჩვენ დიალოგისა და დიპლომატიის გზა ბევრად გვირჩევნია, მაგრამ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, რაც მის საზღვრებთან შეკრებილი რუსეთის მასიური სამხედრო ძალის წინააღმდეგ თავდაცვისთვისაა საჭირო. ამ კვირაში უკრაინამ აშშ-ის სამხედრო დახმარების მეექვსე გზავნილი, 84 ტონა საბრძოლო მასალა მიიღო. ამ დრომდე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 500 ტონა თავდაცვითი აღჭურვილობა გადასცა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press