Foto

NCDC - პანდემიის დაწყებიდან, რეინფიცირების შედეგად, 4 სრულად ვაქცინირებული პირი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2020-2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აცრის შემდეგ განსაზღვრულ პერიოდში, გარდაცვალების სულ 7 შემთხვევაა რეგისტრირებული.

გარდაცვალების 7 შემთხვევიდან 5 კლასიფიცირდა, როგორც იმუნიზაციასთან არათავსებადი. დარჩენილი 2 შემთხვევიდან ერთის განხილვა დამატებითი დოკუმენტების წარდგენამდე, დროებით შეჩერებულია. რაც შეეხება მეორე პაციენტის გარდაცვალებას, საქმე ჯერ არ განხილულა კომიტეტის მიერ. 1 შემთხვევის განხილვა შეჩერებულია, კომიტეტში დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენამდე.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის 1 იანვრმდე, საქართველოში სულ იმუნიზაციის 2 514 871 შემთხვევა აღირიცხა. მათგან რომელთაგან 1929 შემთხვევაში იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული მოვლენა აღირიცხა.

რაც შეეხება რეინფიცირებას, პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველ დეკემბრამდე, კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების 10 997 შემთხვევა აღირიცხა. მათგან აცრილი კი, 1 833 პაციენტი იყო. რეინფიცირების შედეგად სრულად ვაქცინირებულ პირთა გარდაცვალების მაჩვენებელი კი, 4-ს უდრის.