Foto

ჩრდილოეთის ზღვის თავზე, ავიაგამანადგურებლებმა რუსული ბომბდამშენები და მზვერავები შეამჩნიეს

ნორვეგიასთან ახლოს, ჩრდილოეთის ზღვის თავზე, ბრიტანულმა და ნორვეგიულმა ავიაგამანადგურებლებმა რამდენიმე რუსული ბომბდამშენი და მზვერავი შეამჩნიეს.

NATO-ს პრესსამსახურის უწყებით, ბრიტანულმა და ნორვეგიულმა საჰაერო ძალებმა რუსულ სამხედროებს ტერიტორია უსაფრთხო და პროფესიონალურ პირობებში დაატოვებინეს.

„ბრიტანულმა და ნორვეგიულმა ავიაგამანადგურებლებმა ჩრდილოეთის ზღვის თავზე, რამდენიმე რუსული ბომბდამშენი და მზვერავი შეამჩნიეს და ტერიტორიები დაატოვებინეს. ინტერაქციის პროცესი უსაფრთხო და პროფესიონალური იყო“, - წერს ოანა ლანჯესკუ, ალიანსის პრესცენტრიდან „ტვიტერ“-ზე.