Foto

ჯო ბაიდენის ბრძანებით „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოკლეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში სირიაში, სპეცოპერაციის ჩატარების დროს ამერიკულმა სამხედროებმა მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაციას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორის არიან ბავშვები და ქალები. ჯო ბაიდენმა მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურ სახელმწიფოს“ დააკისრა.

„გუშინ ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი, ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად გაეხადათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სიმამაცის დამსახურებით, ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი - აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში. ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა“, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.