თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.- ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, დალუქული ხორცი განადგურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, კანონმდებლობის შესაბამისად.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში, გამოავლინეს ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით საქმიანობდა.
საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც. სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში (სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია)." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა ჯანმრთელობა და უფლებები.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press