ცუდია კეკლუცობა იმის ფონზე, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ოპოზიციის კიევში ვიზიტს.
მისივე თქმით, ნაცმოძრაობის წევრებს რეზოლუციის ტექსტში პრეტენზიები რუსეთის თემაზე ჰქონდათ მაშინ, როცა მათ თავად შეუქმნეს რუსეთს ყველაფერი.
"ცუდი იმაში არაფერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრნენ, მაგრამ ცუდია პოლიტიკური კეკლუცობა იმის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში დაატრიალეს, როცა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, პრეტენზიები ჰქონდათ და რუსეთის თემა აქვთ ამოჩემებული მაშინ, როცა თავად რუსეთს ყველაფერი შეუქმნეს და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას ხელი შეუკრა სააკაშვილის იმ ქმედებებმა, რაც საკმაოდ მძიმე შედეგებს გვაძლევს ოკუპაციის მიმართულებით." - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press