Foto

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა

პეკინის 2022 წლის, ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიალი ჩინეთის დედაქალაქის „ეროვნულ სტადიონზე“ ჩატარდა.

ღონისძიებაზე, რომელზეც ამავე ქვეყნის პრეზიდენტი, სი ძინპინიც იყო, ტრადიციული მონაწილე "ქვეყნების აღლუმიც" გაიმართა. ასევე, ცერემონიალს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც დაესწრო.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა“ თამაშების ჩინეთში ჩატარება ქვეყანაში, ადამიანების უფლებათა შელახვის გამო, გააკრიტიკა. ამავე მიზეზით, აშშ-მ და სხვა რამდენიმე ქვეყანამ ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადეს (მიუხედავად ამისა, ამ სახელმწიფოების სპორტსმენები თამაშებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ).

ოლიმპიადაზე, სპორტის 15 დისციპლინაში, 95 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
თამაშები კი, 20 თებერვალს, დახურვის ცერემონიით დასრულდება. ამბავს BBC News იუწყება.