აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვიდეოკონფერენცია გამართეს. ვიდეოკონფერენციის შესახებ ინფორმაციას სომხური და აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„ევროკავშირი და საფრანგეთი მზად არიან იმუშაონ პარტნიორებთან, მათ შორის ეუთოსთან, წარმატებული უსაფრთხო და სტაბილური სამხრეთ კავკასიის ასაშენებლად“, - ნათქვამია ევროსაბჭოს განცხადებაში.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე, ნდობის გამყარებაზე, კომუნიკაციების გახსნაზე, საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.
მედიის ცნობით, საუბრის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდასა, ასევე გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვის, რკინიგზისა და საავტომობილო დერეფნების გახსნის საკითხებზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press