რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვამ ყალბი განცხადება გაავრცელა, რომ აშშ საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიას მართავდა. - ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას რუსეთის მხირდან უკრაინაში შეჭრის საბაბად შესაძლო ყალბი ვიდეოს გამოიყენებაზე საუბრუსას განაცხადა.
ჯენ ფსაკის თქმით, რუსეთის მიერ ადრე ჩადენილი ქმედებები იმის მაჩვენებელია, თუ როგორია მისი ტაქტიკა.
"რამდენიმე წლის წინ რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის წარმოების ფარულ მართვაში დაადანაშაუალა, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობის დეესტაბილიზაციას". - თქვა თეთრი სახლის პრესპიკერმა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბის გამოყენებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.
"შეგროვდა სადაზვერვო ინფორმაცია რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ცრუ საბაბი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად. ეს მტკიცებულებები ასახავს როგორც საჯარო გამოსვლებს, ისე რუსეთის ქმედებათა ანალიზს წარსულ კონფლიქტებში". - აღნიშნა პრესპიკერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press