„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს იბარებს. - ამის შესახებ ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას'' წევრმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ჩვენ ვითხოვთ, რომ ბატონი ზალკალიანი გამოცხადდეს კომიტეტზე იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივა ახალ ფორმატში და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა.'' განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, ბოკუჩავამ ხაზი გაუსვა რეგიონში შექმნილ ვითარებას, რომელშიც რუსული აგრესიის ფონზე დასავლეთი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და იქმნება ახალი კავშირი, რომელშიც დეპუტატის აზრით საქართველოსაც აქვს გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა ''ქართული ოცნების'' უმოქმედობა ამ ყველაფერს ხელს შეუშლის.
,,საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ახალი შესაძლებლობა.''- თქვა ბოკუჩავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press