იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ხარვეზები ენერგოკომპანიებში, სემეკმა „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმება დაიწყო.
კომისიის წარმომადგენლის თქმით, თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს კომისიას გადაეცემა და შესაბამისი კანონმდებლობით დააჯარიმებს ან სანქციას დაუწესებს ენერგოკომპანიებს.
„თუ აღმოჩნდება კონკრეტული, სალიცენზიო პირობების დარღვევები, ეს გადაეცემა კომისიას, რომელიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმსჯელებს დაჯარიმებაზე ან რაიმე სანქციაზე. თუ ეს ასე შეფასდება, როგორც კომისიამ განაცხადა, ასევე, იმსჯელებს იმ მოქალაქეების ქვითრების გასწორებაზე, რომელთაც შეეხებათ შესწორების ვალდებულება. კონკრეტული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ ასეთი შეფასება იქნება შემოწმების ჯგუფის მიერ, კომისია იმსჯელებს, მათ შორის, ქვითრების შესწორების შესახებაც“, - განაცხადა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად გაჩეჩილაძემ მედიასთან საუბრისას.
ცნობისთვის, აბონენტებისადმი დარიცხული დავალიანებების შესწავლისთვის, სემეკს 1 თვე აქვს. ჯგუფი შეამოწმებს კომპანიების მიერ 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში მომხმარებლებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და საფასურის დარიცხვის შესაბამისობას გულისხმობს.
„თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press