„ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნის ინიცირება, ნიშნავს იმას, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის, ასევე, უფლებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად ცნობილია საზოგადოებისთვის.
"ამ პატიმრის როგორც ჯანმრთელობის, ასევე, უფლებრივი მდგომარეობა აბსოლუტურად ცნობილია საზოგადოებისთვის და ყველა უწყება ვინც იყო და არის ჩართული, კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც და უფლებრივ მდგომარეობასაც, გამომდინარე აქედან, არანაირი საჭიროება ამ კომისიის შექმნისა არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგონა კომისიის შექმნის ინიცირება, ნიშნავს იმას, რომ მისი ხელმეორედ პარლამენტში დაბრუნების მიზეზი გაამართლოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press