,,კომპანია ,,თელმიკომ'' ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი თანამოქალაქეები. - ასე გამოეხმაურა ენმ-ს სამდივონს წევრი ლევან ხაბეიშვილი გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს.
,,კომპანია ,,თელმიკომ'' ხელისუფლებასთან ერთად გაძარცვეს ჩვენი თანამოქალაქეები. საუბარია, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაზე და ზედმეტი თანხის დარიცხვაზე, რაც სემეკმა საგანგებო სხდომის შემდეგ ფაქტიურად დაადასტურა, როდესაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღეს საქართველოს მოქალაქეებმა ზედმეტი დარიცხვების გამო.'' - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, სანამ სომალთან და ვენესუელასთან ერთად საქართველო არის იმ ქვეყნების ათეულში, რომლებიდანაც ადამიანები გარბიან, ხელისუფლება ძარცვავს ქართველ ხალხს და უწესებს ზედმეტ კომუნალურ გადასახადებს.
დეპუტატი ითხოვს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს გამოძიება, მოქალაქეებს კი მოუწოდებს მიიტანონ საკუთარი ქვითრები სემეკში, ან ენმ-ს ოფისში, რის შემდეგაც ისინი საქართველოს დაზარალებულ მოქლაქეებს გაუწვენ ადვოკატირებას და იბრძოლებენ მათი ჯიბიდან მოპარული თანხების დაბრუნებისთვის.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press