Foto

რუსი ოფიცერთა ანსამბლეა ვლადიმერ პუტინის გადადგომას ითხოვს

„რუსეთის პრეზიდენტისგან, ჩვენ რუსეთის ოფიცრები, მოვითხოვთ ქვეყანამ უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე და დატოვოს თანამდებობა“, - ამის შესახებ განცხადებას რუს ოფიცერთა ანსამბლეა ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება,საფრთხის ქვეშ დააყენებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას.

ოფიცრების თქმით, რუსეთი საბოლოოდ, ამ ბრძოლაში, დასავლეთის გაერთიანებული ძალების წინაშე მარტოდმარტო აღმოჩნდება.

„უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება, პირველ რიგში – საფრთხის ქვეშ დააყენებს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობას. ომი რუსეთსა და უკრაინას სამუდამო მტრებად აქცევს. როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს დაიღუპება ათობით ათასი ახალგაზრდა, ჯანმრთელი ბავშვი... რუსეთის პრეზიდენტისგან, ჩვენ რუსეთის ოფიცრები, მოვითხოვთ ქვეყანამ უარი თქვას ომის პროვოცირების კრიმინალურ პოლიტიკაზე, რომელშიც რუსეთი მარტოდმარტო აღმოჩნდება დასავლეთის გაერთიანებული ძალების წინაშე და შექმნას პირობები რუსეთის კონსტიტუციის მესამე მუხლის გამოსაყენებლად - დატოვოს თანამდებობა“, - წერს ანსამბლეა.