Foto

ემანუელ მაკრონი - საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და მოლდოვას დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ გვაქვს ნება, რომ ვიმუშაოთ ერთად, რათა გარანტირებული იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების ახალი წესრიგი ევროპაში. არ ვფიქრობ, რომ ახალი პირობების ჩამოყალიბება უნდა მოხდეს შეთანხმებების, ან ჩვენი ფუნდამენტური პრინციპების ნაწილობრივი გადახედვით, ან ევროპული სახელმწიფოების უფლებების დარღვევით.

ჩვენ უნდა ავაშენოთ უსაფრთხოება იმ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები, მაგრამ მდებარეობენ რეგიონში. ბელარუსი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა - ქვეყნები, რომელთა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ესეც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ნაწილია", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.