„მეც მოვუწოდებ სააკაშვილთან ერთად ინსპექტორის სამსახურის გამოაქვეყნოს სრული ჩანაწერი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი სიტყვით, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერებში თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილია დანაშაული, მაშინ ეს ასეც უნდა მოხდეს. დეპუტატის თქმით, სხვა შემთხვევაში, მომავალი ხუთნახევარი წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს.
„სააკაშვილს შეუძლია არზების წერა გააგრძელოს. მომავალი ხუთნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმე არ ექნება. მთელმა საქართველომ, რაც იხილა რაც ვიხილეთ ყველამ ერთად, იქ ჩანს დანაშაული სავარაუდო, რომელსაც ჩადის პატიმარი სააკაშვილი და არ ჩანს არანაირი დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან სასჯელაღსრულების. მაგრამ თუკი ლაპარაკია იმაზე, რომ გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი და იქ გამოჩნდება ვინმეს დანაშაული, მეც ვეთანხმები, დიახ უნდა გამოქვეყნდეს, მეც მოვუწოდებ სააკაშვილთან ერთად ინსპექტორის სამსახურის გამოაქვეყნოს სრული ჩანაწერი“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press