„კრემლი ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და ყირიმის რუსეთის რეგიონად აღიარებასთან დაკავშირებით რაიმე სიგნალის გაგზავნას არ აპირებს“, - ასე გამოეხმაურა, კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ბალარუსიის პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარსარდალი აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობას ვერ ხედავს.
დიმიტრი პესკოვის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის უცნობი არ არის აღნიშნულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პოლიტიკური მდგომარეობა. მისი განცხადებით, ამის გამო, იგი გადაწყვეტილებას, საჭიროებისამებრ თვითონვე მიიღებს.
„არსებობს რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული სახელმწიფოები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომეთთანაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ასევე, არის რუსეთის რეგიონი ყირიმი, რომელიც რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press