Foto

ვლოდიმირ ზელენსკი პუტინს - უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება ნათქვამს „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია

უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება ნათქვამს „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შემდეგ განცხადებას - „მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათი მოთმინება მთელი ევროპისა და რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ესკალაციაც სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

მისი სიტყვით, უკრაინა პროვოკაციებს არ პასუხობს.

„არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ - უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება ნათქვამს „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს, რაც ვფიქრობ, რომ ჭკვიანურია. ეს მთელი ევროპისა და რუსი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ესკალაცია ჩვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ჩვენ ქვეყანას ვიცავთ და ვართ ჩვენსავე ტერიტორიაზე. ჩვენ პროვოკაციებს არ ვპასუხობთ, არამედ ღირსეულად ვიქცევით, ამიტომ მოთმინება, ჩემი აზრით, სიბრძნეა“, - განაცხადა ვლოდიმირ ზელენსკიმ.