„ოსკარის“ დაჯილდოების რიგით 94-ე ცერემონიის ნომინანტები დღეს დასახელდა. ღონისძიება 27 მარტს გაიმართება.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დასახელებული არიან: პოლ ტომას ანდერსონი – "ძირტკბილას პიცა", რიუსუკე ჰამაგუჩი ფილმისთვის „ატარე ჩემი მანქანა“, ჯეინ კემპიონი ფილმისთვის „ძაღლის ძალაუფლება“, კენეტ ბრანა კინონამუშევრისთვის „ბელფასტი“, სტივენ სპილბერგი კი, ფილმისთვის - „ვესტსაიდური ამბავი“.
წლის საუკეთესო ფილმის ტიტულის მოსაპოვებლად შემდეგი ფილმები იბრძოლებენ: „მეფე რიჩარდი“, „ძირტკბილას პიცა“, „დიუნი“, „საშინელებათა ხეივანი“, „ძაღლის ძალაუფლება“, „ბელფასტი“, „კოდა“, „ატარე ჩემი მანქანა“, „არ აიხედო“ და „ვესტსაიდური ამბავი“.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში დასახელებული არიან: ჯესიკა ჩესტეინი, ფილმში - „ტემი ფეის თვალები“; პენელოპა კრუსი, ფილმში - „პარალელური დედები“, ნიკოლ კიდმანი, ფილმში - „იყო რიკარდო“, კრისტენ სტიუარტი, ფილმში - სპენსერი" და ოლივია კოლმანი - „დაკარგული ქალიშვილი“.
საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში კი, გამარჯვებისთვის იბრძოლებენ: ბენედიქტ კამბერბეტჩი ფილმში - „ძაღლის ძალაუფლება“, უილ სმიტი ფილმში - „მეფე რიჩარდი“, ხავიერ ბარდემი - „იყო რიკარდო", ენდრიუ გარფილდი – „ტიკ ტიკ ბუმ“, დენზელ ვაშინგტონი – „მაკბეტის ტრაგედია“.
ამბავს CNN News უწყება.
ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა მომღერალი ტეილორ სვ...
კვირის უქმეების მონაცემებით, ბიონსე შეერთებული ...
პოლ მაკარტნის აზრით, არსებობს მიზეზი, რის გამოც...
გერმანელი პროკურორები ტილ ლინდემანზე გამოძიებას...
ედ შირანმა ახალი ალბომის შემდეგი სინგლი დააანონ...
Mana press