იტალიაში კორონავირუსული შეზღუდვები მსუბუქდება და ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.
იტალიის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით, 11 თებერვლიდან 31 მარტამდე ნიღბების ტარება მხოლოდ თავშეყრის ადგილებსა და დახურულ სივრცეებში იქნება საჭირო.
იტალიაში COVID-19 ინფიცირების და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ბოლო კვირებში მცირდება, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 101 864 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 415 ადამიანი გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა ესპანეთშიც. ესპანეთში, იტალიის მსგავსად, ზომები მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც საავაადმყოფოებში მიმართვიანობა შემცირდა. პირბადის ტარება სავალდებულო დარჩა დახურულ სივრცეებში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press